„მილანმა“ ნიჭიერი არგენტინელი მცველი მარკო პელეგრინო დაიმატა. 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
პელეგრინომ „როსონერისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 31-ნომრიანი მაისური მოირგო.
არგენტინელი ფეხბურთელი აქამდე სამშობლოში, „ატლეტიკო პლატენსეს“ ღირსებას იცავდა. ის მიმდინარე ზაფხულს „მილანის“ მეცხრე ახალწვეულია.