ფეხბურთი

14:29 | 22.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია

ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია. ინფორმაცია უკრაინის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

21-წლის მცველმა ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის გიორგი გოჩოლეიშვილის შემდეგ "შახტარის" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იქნება.

ირაკლი აზაროვი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და ოფიციალური დებიუტიც სწორედ ამ გუნდის შემადგენლობაში ჰქონდა. 2021 წელს ის „დინამო ბათუმში“ გადავიდა, საიდანაც სერბული „ცრვენა ზვეზდას“ ყურადღება მიიქცია და გასულ სეზონში გამართულ 26 შეხვედრაში 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

2021 წლის 2 ივნისს აზაროვს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. მას შემდეგ, ფეხბურთელმა 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.119673