სხვა

13:16 | 22.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მირიან გავაშელიშვილი ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მეტალოპლასტიკა ელიქსირის“ მოთამაშემ, მირიან გავაშელიშვილმა, გუნდთან ერთად Poli Cupa-ს ტურნირზე ითამაშა და საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მისმა გუნდმა ტურნირის ნახევარფინალში 29:32 დაამარცხა „კლუჟი“, ხოლო ფინალში მატჩის ბოლო წამებზე, ერთი ბურთით დათმო შეხვედრა „პოლიტეხნიკასთან“ (35:34) და მეორე ადგილზე გავიდა.

ტრუნირის შემდეგ გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდება და მზადებას გააგრძელებს მომდევნო მატჩებისათვის.

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია

0.116055