ფეხბურთი

10:07 | 22.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ოუენი: „ყველამ იცის, რომ ენდო დროებითი გამოსავალია“

„ლივერპულის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, მაიკლ ოუენმა, იაპონელი ნახევარმცველის, ვატარუ ენდოს მერსისაიდურ კლუბში გადასვლაზე ისაუბრა.

„გასაგებია, რომ ის არ იყო მათი პირველი არჩევანი, გულწრფელები ვიყოთ. მაგრამ მომეწონა ლივერპულის მოქმედება. რაც უფრო დიდხანს რჩებოდნენ საყრდენი ნახევარმცველის გარეშე, მით უფრო იზრდებოდა მათთვის ამ პოზიციაზე მოთამაშეების ფასი.

გარდა ამისა, გულშემატკივრები და გუნდის მოთამაშეები ნერვიულობდნენ. ორი ფეხბურთელის დამატება უნდოდათ და საბოლოოდ ისინი „ჩელსიში“ აღმოჩდნენ. ფაქტობრივად, მეორე დღესვე გავიგეთ, რომ „ლივერპული“ სხვა მოთამაშის ყიდვას დათანხმდა.

კლუბი ამისათვის შეიძლება შევაქოთ. მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, როგორ გამოავლენს თავს ენდო. გამოცდილია, 30 წლისაა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივასთან არაფერ შუაშია.

„ლივერპული“ აპირებდა 110 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვას კაისედოზე, რომელიც 10 წლით დახურავდა პოზიციას. მაშინ როცა ვატარუ დროებითი გამოსავალია. შესაძლოა, ერთი ან ორი წელი, სანამ სხვა მოთამაშეს იპოვიან.” - ციტირებს ოუენის სიტყვებს Liverpool Echo.

0.117901