ფეხბურთი

23:41 | 21.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფანების ჩხუბის გამო "აიაჩოსა" და "ბორდოს" მატჩი შეწყდა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურის მატჩი „აიაჩოსა“ და „ბორდოს“ შორის ჩაიშალა. თამაშის დასაწყისში ტრიბუნებზე ფანებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რის გამოც მსაჯმა თამაში შეწყვიტა და გაურკვეველი ვადით შეწყდა.

უცნობია ფანების დაპირისპირების მიზეზი, რომელიც მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ისინი ერთმანეთს სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ, სკამებსაც კი.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მატჩი განახლდა, რომელშიც გოლი არ გასულა - 0:0. ზურიკო დავითაშვილი მოედანზე 74-ე წუთამდე იყო. „ბორდოს“ სამ ტურში 3 ქულა აქვს (1 ქულა დაკლებული აქვს) და მომდევნო შეხვედრას 26 აგვისტოს, შინ „ამიენთან“ გამართავს.

0.1167