ფეხბურთი

23:02 | 21.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტიერი ანრი საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა

ტიერი ანრი საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ანრიმ ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ანრი ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისა და პარიზის ოლიმპიადისთვის მოამზადებს.

ანრის მთავარ მწვრთნელად აქამდე „მონაკოსა“ და „მონრეალში“ უმუშავია, ხოლო ბოლოს ბელგიის ეროვნულ ნაკრებში სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

0.209239