„დინამო ბათუმის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა გია გეგუჩაძემ დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
„კლუბის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ბატონ გიას გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს“, - ნათქვამია ბათუმელთა განცხადებაში.
გია გეგუჩაძემ „დინამო“ 2018 წლის იანვარში ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონობა, ეროვნული ლიგის ჩემპიონობა, სუპერთასის მოგება და 3 ჯერ ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ამ პერიოდში ჩატარებული 188 ოფიციალური მატჩიდან დინამომ 108 შეხვედრა მოიგო, 46 მატჩი ფრედ დაასრულა და 34 მარცხი განიცადა.
„დინამო ბათუმი“ ამჟამად ეროვნულ ლიგაში 46 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა კონფერენს ლიგას პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.