„პარი სენ-ჟერმენის“ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის რანდალ კოლო მუანის გადაბირებას ცდილობს.
გერმანელებმა პარიზელთა პირველი შეთავაზება, რომელიც 65 მილიონს შეადგენდა უარყვეს, მაგრამ პსჟ დანებებას არ აპირებს. RMC Sports-ის ინფორმაციით, პსჟ „აინტრახტს“ 70 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს შესთავაზებს.
რანდალ კოლო მუანმა გასულ სეზონში „აინტრახტის“ რიგებში 45 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა, 17-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.