„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „კადისთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მის გუნდს შეტევების დაგვირგვინება უჭირს.
„ბევრად ადრე უნდა გაგვეტანა. ეფექტიანობის მხრივ გვიჭირს, ამიტომაც დავიმატეთ გიუნდოგანი, ბოლო პასით გავლენა რომ მოეხდინა. გვაკლდა ეფექტიანობა და მოთმინება, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ორ ტურში 4 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.