ფეხბურთი

21:39 | 20.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" ლონდონურ დერბიში დამარცხდა და ორ ტურში მოგება არ აქვს

ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტურში „ჩელსი“ ლონდონურ დერბიში „ვესტ ჰემთან“ დამარცხდა. ამრიგად, მაურისიო პოჩეტინოს სტარტი წარუმატებელია - ორი მოუგებელი მატჩი.

„ვესტ ჰემი“ ნაიეფ აგერდის გოლით მეშვიდე წუთზე დააწინაურა, რასაც 20 წუთში ჩერნი ჩუკვუემეკამ ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის მიწურულს „ჩელსის“ წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ ენცო ფერნანდესმა პენალტი ვერ გაიტანა, რითაც ანგარიში უცვლელი დარჩა.

მეორე ტაიმში „ჩაქუჩებმა“ თავიანთი შანსები გამოიყენეს. მაიკლ ანტონიომ შეძლო თავისი გუნდის წინ გაყვანა, ხოლო ბოლო წუთზე ლუკას პაკეტამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:1. აღსანიშნავია, რომ „ვესტ ჰემი“ აგერდის გაძევების შემდეგ 67-ე წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში იყო.

„ჩელსის“ ერთადერთი ქულა აქვს და მომდევნო ტურში 25 აგვისტოს, „ლუტონს“ უმასპინძლებს, ხოლო „ვესტ ჰემი“ თავს 4 ქულით იწონის და ერთ კვირაში „ბრაიტონს“ ესტუმრება.

„ვესტ ჰემი“ – „ჩელსი“ 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 აგერდი (7), 1:1 ჩუკვუემეკა (28), 2:1 ანტონიო (53), 3:1 პაკეტა (90, პენ)

0.113577