ფეხბურთი

21:04 | 20.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა მაცონეს მაისურით: "იტალიაში ის ჩემთვის მეორე მამა იყო"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა „ნიუკასლთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე სპეციალური მაისურით მივიდა, რომელზეც კარლო მაცონეს სურათი იყო დატანილი.

ესპანელი მწვრთნელი ასე გამოეხმაურა ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის 86 წლის ასაკში გარდაცვალებას.

„ძალიან სევდიანი დღეა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მინდა, გულთბილად მოვიკითხო მისი მეუღლე, შვილები და შვილიშვილები. ჩემთვის ის იტალიაში მამასავით იყო, ძალიან რთულ მომენტებში გვერდში მედგა. იტალიური ფეხბურთის ლეგენდა გარდაიცვალა, მისი გავლენა ფეხბურთელებსა და ფეხბურთზე უზარმაზარი იყო. ჩემმა მეგობარმა ეს მაისური ერთი წლის წინ გამომიგზავნა, ვფიქრობ, დღეს შესაფერისი დღეა მის ჩასაცმელად“, - აღნიშნა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა "ბრეშაში" 2001-2003 წლებში თამაშობდა და სწორედ მაშინ გადაიკვეთა მისი გზა კარლო მაცონესთან.

0.126944