სომხეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში „ალაშკერტმა“ სტუმრად ბკმა 4:0 გაანადგურა, დუბლი კი ლევან კუტალიამ შეასრულა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლები მე-16 და 63-ე წუთებზე გაიტანა, 76-ე წუთზე კი შეცვალეს.
„ალაშკერტი“ 4 ტურში მოპოვებული 7 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში ლიდერ „ნოას“ უმასპინძლებს. კუტალიას 4 ტურში 4 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.