ფეხბურთი

19:23 | 20.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ფროზინონემ" "ნაპოლიდან" მაროკოელი თავდამსხმელი დაიმატა

„ფროზინონემ“, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს, მაროკოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი ვალიდ ჩედირა დაიმატა.

28 წლის ფეხბურთელი, რომელიც იტალიაშია დაბადებული, ბოლო ორი სეზონი „ბარიში“ თამაშობდა, რომელიც აურელიო დე ლაურენტისის ოჯახის მფლობელობაშია. ჩედირა „ბარიდან“ „ნაპოლიმ“ შეიძინა, თუმცა უმალვე „ფროზინონეში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.

ვალიდმა გასულ სეზონში სერია B-ში 31 მატჩში 17 გოლი გაიტანა, ყველა ტურნირზე კი 38 შეხვედრაში 22 გოლი. მანამდე ის „სანჯუსტეზეს“, „არეცოს“, „ლეკოს“ და „მანტოვას“ ღირსებას იცავდა. მაროკოს ნაკრებში ჩედირას 6 მატჩი აქვს ჩატარებული და გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა.

0.118285