ფეხბურთი

18:46 | 20.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, პოლონეთში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე - სირენკას თასზე პირველი შეხვედრა რუმინეთის ასაკობრივ გუნდთან ჩაატარა და 2:1 დამარცხდა.

17-წლამდე ნაკრებიდან, შეხვედრაში ერთადერთი გოლი, მატჩის 21-ე წუთზე ვახტანგ სალიამ გაიტანა. გიორგი ჩიტაურის გუნდი, შემდეგ მატჩს 22 აგვისტოს, მასპინძელი პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს. ხოლო ბოლო ტურში, 24 აგვისტოს უელსს დაუპირისპირდება.

სირენკას თასი

22 აგვისტო | პოლონეთი - საქართველო
24 აგვისტო | უელსი - საქართველო

17-წლამდელები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადებიან. ჯგუფურ ეტაპზე - დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დავუპირისპირდებით. მატჩებს 11-დან, 17 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს.

NAKREBI.GE

0.115952