ნეიმარი „ალ-ჰილალში“ ახლახან გადავიდა, ჯერ დებიუტიც არ ჰქონია, მაგრამ უკვე ტრავმირებულია.
როგორც გაირკვა, ბრაზილიელი ფეხბურთელის დებიუტიც გუშინ ამიტომ არ შედგა, არაბები მხოლოდ პრეზენტაციით შემოიფარგლნენ.
სავარაუდოდ, ნეიმარი მოედანზე დაახლოებით ერთ თვეში დაბრუნდება, სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა „ალ-ჰილალან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ პერიოდში 320 მილიონ ევროს მიიღებს, ესეც მხოლოდ ხელფასის სახით.