ფეხბურთი

21:53 | 19.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „მაკ ალისტერს წითელი ბარათი არ უნდა მიეღო“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრემიერლიგის მე-2 ტურში „ბორნმუთთან“ გამარჯვების შემდეგ (3:1), ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„საშინელი დასაწყისი გამოვიდა. რამდენიმე წუთი დაგვჭირდა გონზე მოსასვლელად. შემდეგ ძალიან კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში კი ყველაფერი მთლიანად შეიცვალა, რადგან უცებ ათი კაცით დავრჩით, მაგრამ მესამე გოლი მაინც გავიტანეთ, რაც იმ მომენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

დღეს წარმოუდგენლად ცხელოდა, ამიტომ ბიჭებისთვის ძალიან რთული იყო სირბილი, მაგრამ ჩვენ ამას გავუმკლავდით, ავიღეთ სამი ქულა და ეს არის მთავარი.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს ВВС.

მწვრთნელმა 58-ე წუთზე ალექსის მაკ ალისტერის მიღებულ წითელ ბარათზეც ისაუბრა.

„წითელი ბარათის მომენტი დავინახე და რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ვისაუბროთ. 100 პროცენტით მესმის, როგორ გამოიყურება ეს მსაჯისთვის. მაგრამ ეს არ იყო უხეშობა, უბრალოდ ბურთის არასწორად დარტყმას სხვა მოთამაშის წვივზე მსუბუქად შეხება მოჰყვა. გვინახავს უფრო მძიმე დარტყმები, რომლებსაც წითელი ბარათები არ მოჰყოლია და ეს არ უნდა მომხდარიყო." - განაცხადა კლოპმა.

„ლივერპული“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 4 ქულით მესამე ადგილზეა.

0.109446