„ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ სერია A-ს ხელმძღვანელები კალენდრისა და სეზონის ნაადრევად დაწყების გამო გააკრიტიკა. მან ასევე უკმაყოფილება გამოხატა, რომ სეზონის დაწყების მიუხედავად სატრანსფერო ფანჯარა ღიაა.
„სეზონის საწყისი 4 გასვლითი მატჩიდან სამჯერ „იუვესთან“, „ნაპოლისა“ და „მილანის“ წინააღმდეგ თამაში პრაქტიკულად შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ ასეთი კალენდარი შემთხვევითობა არ არის. წარმოუდგენელია, რომ გუნდს, რომელიც გასულ სეზონში მეორე ადგილზე გავიდა, ასეთი კალენდარი აქვს.
არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც სიცხეში თამაში უჭირთ. ინგლისელების მსგავს კალენდარს აკეთებენ, მაგრამ იმას არ ითვალისწინებენ, რომ იტალიაში პრაქტიკულად აფრიკაში ვართ. ბირმინგემში რამდენიმე დღის წინ 11 გრადუსი სითბო იყო, აქ - 38. ამ ასპექტების გათვალისწინება საჭიროა. ჩემთვის სკანდალურია ის ფაქტიც, რომ სეზონი დაიწყო, სატრანსფერო ფანჯარა კი ისევ ღიაა“, - თქვა სარიმ.