ფეხბურთი

3:22 | 19.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "მეშინია, რომ მიქაუტაძის გაშვება მოგვიწევს, რაც მტკივნეული იქნება"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ „მარსელთან“ მატჩის (2:2) შემდეგ გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა და ტრანსფერზე ღიად გააკეთა კომენტარი.

როგორც რუმინელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეშინია, რომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელის გაშვება მოუწევთ.

„შარშან ის და მაზიზი იდეალურები იყვნენ, ჩვენ წარმატებას ნაწილობრივ მათი ნიჭის წყალობით მივაღწიეთ. მეშინია, რომ მიქაუტაძის გაშვება მოგვიწევს, თუ ეს მოხდება, ჩემი სულის ნაწილიც გაჰყვება და ეს ყოველთვის ცოტა მტკივნეულია“, - განაცხადა ბოლონიმ.

გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ორ მატჩში 1 გოლი გაიტანა და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა, „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. ქართველ ფეხბურთელს ფრანგული კლუბი 20 მილიონ ევროდ აფასებს, დაინტერესებული კი რამდენიმე კლუბია. ზაფხულის განმავლობაში გიორგი „ვესტ ჰემს“, „მარსელს“, „ლიონს“, „ლილს“, „რომას“, „იუვენტუსს“, „მილანს“, „ლანსს“, „მონპელიეს“ და „შეფილდ იუნაიტედს“ დაუკავშირეს, ხოლო უფრო ადრე „ლაციოს“ და „ბარნლის“, მაგრამ ეს ორი ვარიანტი უკვე ჩაიშალა.

0.156349