ფეხბურთი

0:25 | 19.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინმა ბუნდესლიგა გოლით და საგოლე პასით დაიწყო

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის სუპერთასზე ერთი კვირის წინ „ლაიფციგთან“ მძიმე მარცხი დაივიწყა და ბუნდესლიგაში კარგი სტარტი აიღო, რადგან ბრემენში, „ვერდერი“ 4:0 გაანადგურა.

ჰარი კეინის გერმანული კარიერა კი გოლით და საგოლე პასით დაიწყო. ინგლისელის პასით ანგარიში მე-15 წუთზე ლეროი სანემ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში ჰარიმ ალფონსო დევისის პასით გაიტანა და სხვაობა გზარდა.

მატჩის მიწურულს მიუნხელენელებმა კიდევ ორჯერ შეაგდეს და იოლად, 4:0 იმარჯვა.

„ბაიერნი“ ბუნდესლიგის მეორე ტურში 27 აგვისტოს, „აუგსბურგს“ უმასპინძლებს.

„ვერდერი“ – „ბაიერნი“ 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 სანე (4), 0:2 კეინი (75), 0:3 სანე (90), 0:4 ტელი (90)

0.113487