ფეხბურთი

11:00 | 19.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

0 ქულა ორ ტურში: რონალდუს და მანეს "ალ-ნასრის" კატასტროფული სტარტი საუდი პრო ლიგაში

საუდის არაბეთის ჩემპიონატი კატასტროფულად დაიწყო კრიშტიანუ რონალდუს, მარსელო ბროზოვიჩისა და სადიო მანეს „ალ-ნასრმა“ - ორ ტურში 0 ქულა.

„ალ-ნასრი“ საუდი პრო ლიგის მეორე ტურში მოულოდნელად შინ „ალ-ტაავონთან“ 0:2 დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის ყველა ლიდერი მოედანზე იყო, მათ შორის რონალდუც, რომელმაც მაგალითად პირველ ტურში „ალ-იტიფაქთან“ (1:2) ვერ ითამაშა.

თავის მხრივ, სტივენ ჯერარდის „ალ-იტიფაქმა“ ამჯერადაც მოიგო, სტუმრად „ალ-ჰაზემთან“ – 2:0. რიბონ ქუაისონმა და ვიტინიომ თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. ტურის კიდევ ერთ მატჩში „ალ-ვეჰდამ“ საკუთარ მოედანზე „ალ-შაბაბი“ 3:1 დაამარცხა.

„ალ-ნასრი“ ორი ტურის შემდეგ უქულოდ მე-15 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „ალ-ფატეს“ ეთამაშება. საუდი პრო ლიგას 6-6 ქულით „ალ-აჰლი“ და „ალ-იტიფაქი“ ლიდერობენ.

0.116799