საქართველოს ნაკრებისა და „კრაკოვიას“ მცველი ოთარ კაკაბაძე ტრავმირებულია. როგორც პოლონური მედია იტყობინება, ოთარს მყესის პრობლემა აქვს.
თუმცა, დაზიანება სერიოზული არ არის, შესაძლოა, ორშაბათს, პოლონეთის ჩემპიონატში „პიასტთან“ მატჩისთვის შესაძლოა მზად იყოს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში კაკაბაძე ვერ ხვდება „კრაკოვიას“ ძირითად შემადგენლობაში - ექსტრაკლასაში ორი მატჩი ჩაატარა და ორჯერვე შეცვლაზე ითამაშა.