საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იაპონიაში, კუნძულ ოკინავაზე ჩავიდა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს ჩაატარებს.
ქართველმა კალათბურთელებმა იაპონიაში ჩასვა დოჰას გავლით მოახერხეს, ოკინავამდე კი ტოკიოში იყვნენ, სადაც მათ იაპონიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავა შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბოლო სპარინგი 22 აგვისტოს, ავსტრალიის ნაკრებთან აქვს დაგეგმილი.
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში კი, ილიას ზუროსის გუნდი კაბო ვერდეს (26 აგვისტო), სლოვენიისა (28 აგვისტო) და ვენესუელას ნაკრებებს (30 აგვისტოს) დაუპირისპირდება. მომდევნო ეტაპზე ოთხიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა, თუმცა, ჯგუფში ჩარჩენილი გუნდები ასპარეზობას არ დაასრულებენ, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე თითოეული ადგილი უნდა გათამაშდეს, შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველო საკალათბურთო მუნდიალზე სამზე მეტ მატჩს ჩაატარებს.