ფეხბურთი

14:08 | 18.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისს კვარაცხელიას აგენტთან ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ერთი მოთხოვნა აქვს

ნეაპოლური გამოცემა Il Mattino ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების შესახებ სიახლეს აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩას წარმომადგენლებს ერთი მოთხოვნა წაუყენა - ახალ კონტრაქტში არ შეიტანონ გამოსასყიდის პუნქტი, შესაბამისად, არ მიუთითონ კონკრეტული ფასი, რომლის გადახდის შემთხვევაში ნებისმიერ გუნდს შეეძლება მისი შეძენა.

„ქართველი მოთმინებით ელოდება მომენტის დადგომას და დე ლაურენტისმა აგენტებს სთხოვა, რომ დაელოდონ სატრანსფერო ბაზრის დასრულებას, რათა ხელახლა განიხილონ კონტრაქტის პირობები: მართალია, მის ამოწურვამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი (4 წელი), მაგრამ ცხადია, რომ ახლა ის არის „ნაპოლის“ ერთ0ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი და ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას.

დიმაროში, როდესაც მამუკა ჯუღელი და ასევე შუამავალი კრისტიან ძაკარდო შეხვდნენ „ნაპოლის“ მენეჯერებს, საუბარი მხოლოდ ხელფასის გაზრდას შეეხო, მაგრამ დე ლაურენტისი ფიქრობს, რომ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი როგორ გაახაროს. საუბარია ახალ კონტრაქტზე, ბონუსების გარდა, დაახლოებით 3.5 მილიონ ევროზე. გამოსასყიდი პუნქტის გარეშე, რადგან „აძურის“ პრეზიდენტს ურჩევნია ეს კონტრაქტში არ შეიტანოს“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და ამჟამად მისი ხელფასი სეზონში მხოლოდ 1.2 მილიონი ევროა.

0.116023