ფეხბურთი

1:12 | 18.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: იასინ ბონო საუდის არაბეთის ჩემპიონატში ითამაშებს

„ალ-ჰილალმა“ კიდევ ერთი ტრანსფერი დაადასტურა და მაროკოს ნაკრების მეკარე იასინ ბონო დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

აფრიკელი კიპერის სანაცვლოდ „სევილიამ“ 21 მილიონი ევრო მიიღო ამრიგად, ბონოსთვის ბრძოლაში არაბულმა კლუბმა მიუნხენის „ბაიერნს“ აჯობა. მაროკოელმა „სევილიას“ რიგებში ბოლო შეხვედრა ევროპის სუპერთასზე „მანჩესტერ სიტისთან“ ჩაატარა.

იასინ ბონოს „ვიდადში“, „ატლეტიკოში“, „სარაგოსაში“, „ჟირონასა“ და „სევილიაში“ უთამაშია. ანდალუსიურ გუნდში მან 2019 წლიდან 142 მატჩი ჩაატარა და ერთხელ გოლის გატანაც მოახერხა. 32 წლის მაროკოელმა ანდალუსიელთა რიგებში ევროპა ლიგა ორჯერ მოიგო.

„ალ-ჰილალმა“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში ბონოს გარდა, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, კალიდუ კულიბალი, რუბენ ნევეში, მალკომი და ნეიმარი შეიძინა.

0.12552