„ალ-ჰილალის“ ახალწვეულმა ნეიმარმა კომენტარი გააკეთა. როგორც ბრაზილიელმა ვარსკვლავმა აღნიშნა, საუდი პრო ლიგა კონკურენტუნარიანია და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო.
„აქ ჩამოსვლის მიზეზი ტურნირის კონკურენტუნარიანობაა. კრიშტიანუ რონალდუ პიონერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მას გიჟს უწოდებდნენ. დიდი მოლოდინით ველოდები ახალ ლიგაში თამაშს, ახალ გამოცდილებას და გამოწვევას. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ „ალ-ჰილალის“ ისტორიის ნაწილი გავხდები, ძალიან მოტივირებული ვარ. აქ ვარ, რათა საუდი პრო ლიგას დავეხმარო უფრო მეტად განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, კრიშტიანუსთან, ბენზემასა და ფირმინოსთან დაპირისპირება მშვენიერი იქნება“, - თქვა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა „ალ-ჰილალთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 360 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ასევე უამრავი პრივილეგიით ისარგებლებს.