ფეხბურთი

22:25 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" მეკარეს იმატებს, მაგრამ ნოიერის შემცვლელი ულრაიხი იქნება

მიუნხენის „ბაიერნში“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი საბოლოოდ გამოირიცხა. Sky Germany-ს ინფორმაციით, მიუნხენში გადაწყვეტილება მიიღეს:

მანუელ ნოიერის დაბრუნებამდე „რეკორდმაისტერის“ პირველი მეკარე სვენ ულრაიხი იქნება. გერმანელ მეკარეს სამწვრთნელო შტაბმა ნდობა უკვე გამოუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ნოიერი შესაძლოა 2024 წლამდე ვერ დაბრუნდეს.

მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, „ბაიერნი“ ახალ მეკარეს მაინც დაიმატებს - ისრაელის ნაკრების მეკარე დანიელ პერეცს. თელ ავივის 23 წლის კარის დარაჯს „ბაიერნში“ გადასვლა სურს, გერმანულმა გრანდმა „მაკაბის“ შეთავაზება გაუკეთა, ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის, მაგრამ მოსალოდნელია, რომ გარიგება შედგება.

აღსანიშნავია, რომ პერეცი ულრაიხის დუბლიორი იქნება, ხოლო ნოიერის დაბრუნების შემდეგ ლოგიკურად გუნდის მესამე მეკარის სტატუსი ექნება.

დანიელ პერეცმა ცოტა ხნის წინ საქართველოში გამართულ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ითამაშა და მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრებთან პენალტების სერიაში მოგებული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

0.121116