ფეხბურთი

19:48 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბარახა: "მამარდაშვილის ზღვარი არ ვიცით, სტაბილურად თამაშობს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ ლა ლიგის მეორე ტურში „ლას პალმასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი მამარდაშვილზეც ისაუბრა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, გიორგი სტაბილურია და „ვალენსიასთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

„ბევრ რამეზე ვმუშაობთ, არა მხოლოდ გლობალურად, არამედ კონკრეტულ საკითხებზე. გიორგი ახალგაზრდაა, ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაუმჯობესებელი. არ ვიცით, სად არის მისი მაქსიმალური ზღვარი, ამიტომ, უნდა ვიმუშაოთ, როგორც სხვა ფეხბურთელებთან მიმართებაში. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ვიცით, რომ ის ძალიან სტაბილურად თამაშობს”, - თქვა ბარახამ.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ ლა ლიგის პირველ ტურში სტუმრად „სევილია“ დაამარცხა, „ლას პალმასს“ კი 18 აგვისტოს დაუპირისპირდება. გიორგი მამარდაშვილის კლუბიდან წასვლის შესახებ ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, მაგრამ სავარაუდოდ, ამ სეზონსაც ესპანურ კლუბში გაატარებს.

0.113656