ფეხბურთი

16:10 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვოიცეხ შჩესნი: "არაბეთში არ წავალ, ისედაც საკმარისი ფული მაქვს"

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ განაცხადა, რომ კლუბის დატოვებას არ აპირებს. მით უფრო, საუდის არაბეთში გადაბარგებას.

როგორც მან თქვა, „იუვეში“ ბედნიერია და ფულიც საკმარისად აქვს:

„ფული არ მაკლია, უკვე საკმარისად გამოვიმუშავე, ამიტომ, მირჩევნია „იუვენტუსში“ ვითამაშო, მაღალი დონის მატჩებით მივიღო სიამოვნება, "იუვენტუსის" კარის დაცვა კი საუკეთესო გამოწვევაა. ვიცი, რომ არაბეთში ბევრი ფეხბურთელი წავიდა, რაც არ მიკვირს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი არჩევანის გაკეთება, საკმაოდ ლოგიკურ გადაწყვეტილებად მეჩვენება, მაგრამ ვფიქრობ, ცხოვრებაში ფულის გარდა, სხვა პრიორიტეტებიც არსებობს“, - თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნის კარიერაში „არსენალსა“ და „რომაში“ უთამაშია, ხოლო 2017 წლიდან „იუვენტუსის“ ღირსებას იცავს.

0.112919