ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ ის ფეხბურთს შეგნებულად ჩამოაშორეს და ფიფას პრეზიდენტობაში ხელი შეუშალეს.
როგორც მან აღნიშნა, ალეკსანდერ ჩეფერინი, ზეპ ბლატერი და ჯანი ინფანტინო ფეხბურთში არაფერს წარმოადგენენ, მხოლოდ კაბინეტებში არიან მნიშვნელოვანი ადამიანები.
„მე არაფერი გამიკეთებია, ვიბრძოდი უსამართლოს წინააღმდეგ. როგორც კი ფეხბურთის ოფიციალური პირების სამყარო დავტოვე, რომლებსაც სურდათ ხელი შეეშალათ ჩემს პრეზიდენტობაში, მართლმსაჯულებამ დაამტკიცა, რომ მართალი ვარ. მე ფეხბურთს მიღმა გავიმარჯვე, შიგნით კი დავმარცხდი. ეს უსამართლობა იყო. ბლატერს, ჩეფერენს, ინფანტინოს არასდროს უცხოვრიათ ფეხბურთით, ისინი გარეთ არაფერს წარმოადგენენ, ფეხბურთი არასდროს უთამაშიათ. მნიშვნელოვანი ადამიანები მხოლოდ იმ შენობებში გახდნენ. ვიტანჯებოდი, ბოლოს მივხვდი, რომ უბრალოდ მათ ჩემი ფეხბურთიდან ჩამოშორება სურდათ და მორჩა.
ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტებს ჩემი პრეზიდენტობა უნდოდათ, ფიფას აპარატს - არა. ფეხბურთს უნდოდა, რომ ფიფას პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ საფეხბურთო პოლიტიკას - არა“, - თქვა ჩეფერინმა.