ფეხბურთი

1:46 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარკო არნაუტოვიჩი "ინტერში" 13 წლის შემდეგ დაბრუნდა

მილანის „ინტერმა“ ავსტრიის ნაკრების ვეტერანი თავდამსხმელი მარკო არნაუტოვიჩი დაიმატა.

34 წლის ავსტრიელის სანაცვლოდ „ბოლონიამ“ 10 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო „ნერაძურისთან“ არნაუტოვიჩმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ხელფასი კი სეზონში 2 მილიონი ევრო იქნება, პლუს 1 მილიონს ბონუსის სახით მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ არნაუტოვიჩი „ინტერში“ 2009-2010 წლების სეზონში უკვე თამაშობდა, თუმცა, მაშინ მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა.

კარიერის განმავლობაში მარკო არნაუტოვიჩს „ინტერის“ გარდა, „ტვენტეში“, „ვერდერში“, „სტოკ სიტიში“, „ვესტ ჰემში“, „შანხაიში“ უთამაშია, ხოლო „ბოლონიაში“ ბოლო ორ სეზონში 58 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა. ავსტრიის ნაკრებში მან 108 თამაშში 34-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა.

0.121239