ფეხბურთი

20:12 | 16.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" "იუვენტუსიდან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

რომის „ლაციომ“ ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები, ნიკოლო როველა და ლუკა პელეგრინი დაიმატა.

21 წლის როველა რომაელებს იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდა, მან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 17 მილიონი ევრო შეადგინა.

როველამ გასულ სეზონში „იუვენტუსში“ 3 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი იჯარით „მონცაში“ გადავიდა, სადაც 25 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. მანამდე ნიჭიერი იტალიელი ნახევარმცველი „ჯენოაში“ თამაშობდა, საიდანაც „იუვემ“ შეიძინა.

ლუკა პელეგრინი „ლაციოს“ ორწლიანი იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდა, 4 მილიონ ევროდ. მან გასული სეზონის პირველი ნახევარი იჯარით „აინტრახტში“, ხოლო მეორე ნაწილი სწორედ „ლაციოში“ გაატარა.

პელეგრინი „იუვენტუსმა“ 2019 წლის ზაფხულში „რომადან“ დაიმატა, მაგრამ იჯარით „ჯენოასა“ და „კალიარიში“ ჰყავდა გაშვებული. მას ტურინულ გრანდში შანსი მხოლოდ 2021-2022 წლების სეზონში მიეცა.

0.118818