ფეხბურთი

19:32 | 16.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა

დონეცკის „შახტარის“ მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის ჩემპიონატის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

Ua-football-ის და Sportarena-ს ვერსიით, 22 წლის ქართველ ფეხბურთელს ტურის საუკეთესო თერთმეტეულში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ერგო ადგილი. გიორგიმ „ოლექსანდრიასთან“ მოგებულ მატჩში (2:1) შესანიშნავად ითამაშა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

ქართველ მცველს „შახტარში“ აქამდე საგოლე პასი არ ჰქონდა გაკეთებული, ამჯერად კი, ერთბაშად ორი მიითვალა. დონეცკურ გუნდს სამ ტურში 7 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 20 აგვისტოს, „კრივბასთან“ გამართავს.

0.121531