ვეტერანმა ფრანგმა მეკარე უგო ლორისმა შესაძლოა კარიერა რომის „ლაციოში“ გააგრძელოს. ამის შესახებ ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, მაურიციო სარის გუნდი სათადარიგო კიპერს ეძებს, რომელიც ივან პროვედელის ალტერნატივა იქნება. ლორისი „ტოტენჰემს“ ტოვებს, რაც პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომაელები კი მზად არიან ის გადაიბირონ, თუმცა მხოლოდ მეორე მეკარის სტატუსით.
უგო ლორისი „ტოტენჰემში“ 2012 წლიდან თამაშობს და 447 მატჩი აქვს ჩატარებული. მანამდე ის სამშობლოში, „ნიცას“ და „ლიონის“ ღირსებას იცავდა.