ფეხბურთი

21:06 | 15.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნეიმარი "ალ-ჰილალის" ფეხბურთელია

„ალ-ჰილალმა“ ნეიმარის ტრანსფერი, რაზეც ბოლო დღეები იწერებოდა, ოფიციალურად დაადასტურა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა არაბულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით მხოლოდ ხელფასის სახით 160 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. გარდა ამისა, ნეიმარი სხვა ფინანსურ სარგებელსაც ნახავს, რეკლამებისა და სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტებით, ასევე ექნება ბონუსები.

„პარი სენ-ჟერმენს“ საუდელებმა 100 მილიონი ევრო გადაუხადეს. ნეიმარი „ალ-ჰილალის“ მორიგი ახალწვეულია რუბენ ნევეშის, კალიდუ კულიბალის, მალკომისა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შემდეგ.

ის „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 173 შეხვედრაში 118 გოლი გაიტანა, მანამდე „ბარსელონას“ რიგებში 186 თამაშში 105 გოლი გაიტანა, ხოლო კარიერა „სანტოსში“ დაიწყო, სადაც 225 თამაშში თავი 136-ჯერ გამოიჩინა. ბრაზილიის ნაკრების მაისურით ნეიმარის აქტივში 124 მატჩი და 77 გოლია.

0.121523