ფეხბურთი

19:27 | 15.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კევინ დე ბრუინი რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი გარკვეული პერიოდით იუქმებს. „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ტრავმის სიმძიმე დაადასტურა.

„კევინის ტრავმა სერიოზულია, ის რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს. უახლოეს დღეებში ოპერაციის საკითხი უნდა გადავწყვიტოთ, მაგრამ კევინს გარკვეული პერიოდით აუცილებლად დავკარგავთ“, - აღნიშნა პეპმა.

32 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა ტრავმა პრემიერლიგის პირველ ტურში „ბარნლისთან“ მიიღო და შეცვალეს. ზუსტი დრო, რომელიც მას გაუცდება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, „სიტი“ ახალი ნახევარმცველის შეძენას და კევინის შეცვლას ეცდება. ცნობილია, რომ ინგლისის ჩემპიონის თვალთახედვის არეში „ვესტ ჰემის“ და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ლუკას პაკეტაა.

0.120505