„ფროზინონემ“ ტურინის „იუვენტუსიდან“ არგენტინელი ნახევარმცველი ენცო ბარენეჩეა დაიმატა.
22 წლის ფეხბურთელი ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. ბარენეჩეა 2020 წლიდან „იუვენტუსის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, ხოლო გასულ სეზონში მთავარ გუნდში 5 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ „ფროზინონე“, სადაც გიორგი კვერნაძე თამაშობს, სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, „ნაპოლის“ უმასპინძლებს.