ფეხბურთი

14:53 | 15.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფაბინიომ საჩუქრად მიღებული ძვირადღირებული საათი კინაღამ გატეხა

„ლივერპულის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ფაბინიომ, „ალ-იტიჰადში“ დებიუტის შემდეგ, საჩუქრად ძვირადღირებული საათი მიიღო.

საუდელმა ჟურნალისტმა და „ალ იტიჰადის“ გულშემატკივარმა ფაბინიოს Rolex-ის საათი აჩუქა - გვამცნობს Goal.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა საჩუქარი იმიტომ მიიღო, რომ „ძალიან კარგად ითამაშა". თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ კინაღამ გატეხა ის.

მედიის ცნობით, საათის ფასი დაახლოებით 10 ათასი დოლარია.

ფაბინიოს დებიუტი „ალ იტიჰადში" "ალ რაედთან" მატჩში შედგა (0:3).

0.135469