ფეხბურთი

11:50 | 15.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე რიკოს ამ დღეებში საავადმყოფოდან გაწერენ

ფრანგული პსჟ-ის მეკარის, სერხიო რიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალები გახდა ცნობილი - წერს The Athletic.

წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში ესპანელს საავადმყოფოდან გაწერენ, თუმცა მისი კარიერის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. რიკოს შეუძლია ინციდენტიდან სამი თვის შემდეგ დაბრუნდეს შინ სევილიაში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ მაისში რიკო ცხენიდან გადმოვარდნის შემდეგ საავადმყოფოში მოათავსეს. მიღებული ტრავმების გამო, ფეხბურთელმა გარკვეული პერიოდი კომაშიც კი გაატარა. აგვისტოს დასაწყისში რიკოს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც გართულებების გარეშე ჩაიარა.

გასულ სეზონში 29 წლის მეკარეს პსჟ-ის ძირითადში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია და მუდმივად რეზერვში რჩებოდა.

0.11506