ფეხბურთი

0:09 | 15.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას დებიუტი საუდის არაბეთის ჩემპიონატში და "ალ-ნასრის" სენსაციური მარცხი

საუდის არაბეთის ჩემპიონატში სოლომონ კვირკველიას დებიუტი შედგა. პრო ლიგის პირველ ტურში ქართველი ფეხბურთელის „ალ-ოხდუდი“ სტუმრად „ალ-შაბაბს“ დაუზავდა - 1:1.

კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა. მისმა გუნდმა პირველი ტაიმი მოიგო, თუმცა, მეორე ნახევარში გაუშვა და ფრეს დასჯერდა. „ალ-ოხდუდი“ მეორე ტურში 18 აგვისტოს, „ალ-ფატეჰს“ უმასპინძლებს.

დღესვე „ალ-ჰილალმა“ სტუმრად „აბა“ 3:1 დაამარცხა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ბრაზილიელმა ახალწვეულმა მალკომმა, რომელიც ბომბარდირთა დავაში თანამემამულე რობერტო ფირმინოს გაუტოლდა.

იოლად მოიგო „ალ-იტიჰადმა“, რომელმაც სტუმრად „ალ-რედს“ 3:0 აჯობა. კარიმ ბენზემა საგოლე პასს დასჯერდა საუდის არაბეთის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩში.

სენსაცია დაფიქსირდა „ალ-ნასრის“ და „ალ-იტიფაქის“ მატჩში, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს გარეშე მოთამაშე (კრიშტიანუს ტრავმა აქვს) „ალ-ნასრმა“ 1:2 წააგო, არადა სადიო მანეს მეოთხე წუთზე გატანილი გოლით იგებდა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა რობინ ქუაისონისა და მუსა დემბელეს გოლებით სიტუაცია შეატრიალეს. მოგეხსენებათ, „ალ-იტიფაქს“ სტივენ ჯერარდი წვრთნის, რომელსაც შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა.

0.123999