ფეხბურთი

23:33 | 14.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "გვინდა, წელიწადში ერთხელ მაინც საქართველოში ლეგენდების მატჩი ჩავატაროთ"

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში დააანონსა, რომ საქართველოში წელიწადში ერთხელ მაინც, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით მატჩის ჩატარებას გეგმავს, რომლის მონაწილე საქართველოს ნაკრებიც იქნება, ვეტერანი ფეხბურთელების შემადგენლობით:

“გვინდა ახალი პროექტი წამოვიწყოთ და საქართველოში, სეზონში მინიმუმ ერთხელ ჩავატაროთ მატჩი, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით. მასპინძელი გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ. უკვე დაწყებული გვაქვს გუნდებთან მოლაპარაკება და მატჩის ჩატარების თარიღს მოკლე პერიოდში შეგატყობინებთ.

რაც მნიშვნელოვანია, უახლოესი მატჩი, ერთმანეთის გამხნევების და მხარდაჭერის იდეის მატარებელი იქნება. ვფიქრობ, რთული პერიოდის დროს, უფრო გვჭირდება მეტი საერთოს გამოძებნა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი იდეის და მიზნის გარშემო არაერთი ადამიანი, კომპანია და ბრენდი გაერთიანდება”, - დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.

0.11965