ფეხბურთი

21:36 | 14.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან წააგო

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, სკოპიეში, ჩრდ. მაკედონიის 19-წლამდე გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა, სადაც მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდა. პირველ შეხვედრაში, ჩვენმა ასაკობრივმა მეტოქეს დიდი ანგარიშით - 6:2 სძლია.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი დიმიტარ დანევმა 65-ე წუთზე გაიტანა. ზუსტად 3 წუთში, ჩვენ სასარგებლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი ლექსო ფეიქრიშვილმა ვერ გამოიყენა. ანგარიშის განათნაბრება მატჩის ბოლო წუთებზე გიორგი გოგსაძეს ორჯერ შეეძლო, თუმცა ორივე შემთხვევაში, მასპინძელთა მეკარემ - ლუპჩე დეკოვმა შესანიშნავად ითამაშა.

ვასილ მაისურაძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ჯგუფური ეტაპზე, 19-წლამდელები - კვიპროსს, მოლდოვას და ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩებს 15-დან, 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

ნოემბერი | საკვალიფიკაციო რაუნდი

15 ნოემბერი | საქართველო - კვიპროსი
18 ნოემბერი | საქართველო - მოლდოვა
21 ნოემბერი | საქართველო - ესპანეთი

2024 წლის უეფა-ს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატს, 15 ივლისიდან, 28 ივლისის ჩათვლით ჩრდილოეთ ირლანდია უმასპინძლებს. ტურნირის ფინალი ქვეყნის მთავარ სტადიონზე, ბელფასტში - უინძორ პარკზე გაიმართება.

NAKREBI.GE

0.129953