მარიო რუიმ „ნაპოლისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც იტალიური კლუბი იტყობინება, პორტუგალიელი გუნდში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება.
„ნაპოლიდან“ რუის წასვლის შესახებ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და გამოცდილმა მცველმა ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა.
"მაესტრო ისევ კათედრაში რჩება", - ასე გვამცნო "ნაპოლიმ" პორტუგალიელთან კონტრაქტის განახლების ამბავი.
შეგახსენებთ, რომ მარიო რუი „ნაპოლიში“ 2017 წლიდან თამაშობს და 199 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ფატიმას“, „გუბიოს“, „სპეციას“, „ემპოლისა“ და „რომას“ ღირსებას იცავდა.