ლონდონის „ტოტენჰემმა“ ჰარი კეინი შესაძლოა რომელუ ლუკაკუთი შეცვალოს. იტალიური მედიის ცნობით, ბელგიელი თავდამსხმელი „დეზების“ ინტერესის სფეროშია.
ლუკაკუ „ჩელსის“ გეგმებში არ შედის და მისი დამატება „იუვენტუსს“ სურს, მაგრამ იტალიურმა კლუბმა ინგლისელებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. ახლა კი, როგორც ჩანს, ლუკაკუს „ტოტენჰემის“ ვარიანტიც გამოუჩნდა, რომელსაც ჰარი კეინი შესაცვლელი ჰყავს.
ჯერჯერობით, კონკრეტული მოლაპარაკებები არ დაწყებულა, თუმცა, ლონდონელები პოტენციური ტრანსფერით დაინტერესებული არიან.
შეგახსენებთ, რომ ლუკაკუმ გასული სეზონი იჯარით „ინტერში“ გაატარა. მას ინგლისში „ჩელსის“ გარდა, „ევერტონის“, „ვესტ ბრომვიჩისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში აქვს ნათამაშები.