ფეხბურთი

11:55 | 14.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯენგიზ იუნდერი თურქეთში დაბრუნდა

თურქეთის ნაკრების ნახევარმცველი ჯენგიზ იუნდერი სამშობლოში დაბრუნდა და „ფენერბაჰჩეში“ ითამაშებს.

26 წლის ფეხბურთელმა სტამბოლელებთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, „მარსელმა“ ამ გარიგებით 15 მილიონი ევრო გამოიმუშავა. გასულ სეზონში იუნდერმა 46 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.

იუნდერს თავის დროზე „ალტინორდუში“, „ბაშაკშეჰირში“, „რომასა“ და „ლესტერში“ აქვს ნათამაშები.

0.133641