ფეხბურთი

17:53 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ედერ მილიტაო მინიმუმ 6 თვე ვერ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ მცველის, ედერ მილიტაოს ტრავმა მძიმე გამოდგა. სამედიცინო გამოკვლევამ ჯვარედინი მყესების გაწყვეტა დაადასტურა.

ბრაზილიელი მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს, მაგრამ მაღალი ალბათობით, უფრო დიდ დროსაც გამოტოვებს. შესაბამისად, შესაძლოა, „რეალს“ სატრანსფერო ბაზარზე ცენტრალური მცველის შეძენა მოუწიოს.

აღსანიშნავია, რომ იგივე ტრავმა მიიღო მანამდე ტიბო კურტუამ. ასე რომ, „რეალს“ პრობლემები მოეძალა.

შეგახსენებთ, ედერ მილიტაო ლა ლიგის პირველ ტურში „ბილბაოსთან“ მატჩის მეორე ტაიმში დაშავდა.

0.114936