ფეხბურთი

15:11 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ პსჟ-სთან ერთად ვარჯიში დაიწყო

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ გუნდს კილიან მბაპე დაუბრუნდა. პარიზულმა კლუბმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კილიანმა დღეს ვარჯიში დაიწყო.

მბაპე კონტრაქტის არგანახლების გამო დასჯილი იყო და იაპონური ტურნეს მიღმაც დატოვეს. თუმცა, ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლორიანთან“ ნულოვანი ფრის შემდეგ კლუბში გადაწყვიტეს, რომ მბაპე სჭირდებათ.

ამრიგად, კილიანი გუნდთან ერთად ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ მის კონტრაქტზე სიტუაცია ჯერ კიდევ უცვლელია. მბაპეს ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება და გუნდის დატოვება გაისად უფასოდ სურს, რაც პსჟ-ს გეგმებს ეწინააღმდეგება.

მხარეები ეცდებიან დროთა განმავლობაში გამოსავალი მოძებნონ, მანამდე კი, მბაპეს მინდორზე კონცენტრირება მოუწევს და „პარი სენ-ჟერმენს“ დაეხმარება.

0.115744