მადრიდის „რეალს“ პრობლემები არ ელევა. ტიბო კურტუას შემდეგ ედერ მილიტაოც დაშავდა, რომელმაც ტრავმა ლა ლიგის პირველ ტურში „ბილბაოსთან“ მატჩში (2:0) მიიღო.
ჯერჯერობით, უცნობია ზუსტი დიაგნოზი, მაგრამ სავარაუდოდ, საქმე სერიოზულ ტრავმასთან გვაქვს. ბრაზილიელმა მცველმა მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა.
მილიტაოს მძიმე დაზიანება თუ დადასტურდა, ეს „სამეფო კლუბისთვის“ დიდი დანაკლისი იქნება და მეკარის შემდეგ შესაძლოა, ცენტრალური მცველის დამატების საკითხიც დაუდგეს.