„ვულვერჰემპტონის“ ნახევარმცველი, ადამა ტრაორე, „ფულემს“ შეუერთდა - გვამცნობს ინგლისური კლუბის პრესსამსახური.
„ფულემმა“ 27 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმა. მხარეები შეთანხმდნენ ორწლიან ხელშეკრულებაზე (2025 წლის ივნისის ბოლომდე) კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
2022/2023 წლების სეზონში ტრაორემ „ვულვზის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელს „ვულვზთან" კონტრაქტი წლეულს ივნისის ბოლოს ამოეწურა. მხარეებმა გადაწყვიტეს თანამშრომლობა აღარ გააგრძელონ.