არაბთა საკლუბო ჩემპიონთა თასის ფინალში „ალ-ნასრმა“ დამატებით დროში „ალ-ჰილალი“ 2:1 დაამარცხა (თუმცა, თავიდან აგებდა) და თასის მფლობელი გახდა.
„ალ-ნასრის“ პორტუგალიელმა დიდვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, 74-ე და 98-ე წუთებზე დუბლი მიითვალა, 115-ე წუთზე კი ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
საინტერესოა, რომ რონალდუმ ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა.
ეს კრიშტიანუს პირველი საუდური ჯილდოა.