რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში მოსკოვის „ლოკომოტივი“ შინ „კრილია სოვეტოვთან“ მარცხს გადაურჩა (1:1), რაც კონსტანტინე მარადიშვილის დამსახურებაა, რომელმაც ქულის მომტანი გოლი გაიტანა.
ის მოედანზე მხოლოდ 79-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე დაახლოებით 30 მეტრიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა, რითაც ანგარიში გაათანაბრა.
23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა და შესაბამისად, პირველი გოლი გაიტანა. მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუშაობს მისთვის ქართული პასპორტის მიცემასა და შესაბამისად, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე. „ლოკომოტივი“ 4 ტურში მოპოვებული 5 ქულით მეექვსე ადგილზეა.